მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს გაუგზავნეს კონვერტი, სადაც ტყვია აღმოაჩინეს. სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ინციდენტი დღეს დილით მოხდა.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრისთვის გა,ოგზავნილი კონვერტი, რომელშიც ტყვია აღმოჩნდა,გადაეცა მთავრობის კანცელარიას“, - აღნიშნულია
სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთვის განკუთვნილი ფოსტის შემოწმებისას, კონსტიტუციური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური მისიების დაცვის ოფისის წევრების ყურადღება მიიქცია კონვერტმა, რომლის შემდგომმა რენტგენოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მასში ტყვია იყო.
წერილი უცნობი ადგილიდან გაიგზავნა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.