შვეიცარიის პარლამენტმა გოლომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
ქვეყნის ეროვნული საბჭოს თანახმად, საბჭოთა კავშირის ლიდერის იოსებ სტალინის ბრძანებებმა უკრაინიდან მარცვლეულის, პირუტყვის და საკვების ჩამორთმევის შესახებ გამოიწვია გამანადგურებელი შიმშილობა რეგიონში 1932-1933 წლებში. მომხდარი ტრაგედია, მძიმე დანაშაულია, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც გენოციდი.
„ეროვნული საბჭო განსაზღვრავს სისტემურ ქმედებებს, რომლებიც იწვევს შიმშილობას მასშტაბურად და მიზანმიმართულად, ხორციელდება ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის განადგურების მიზნით, მთლიანად ან ნაწილობრივ, როგორც გენოციდის აქტი, “- ნათქვამია შვეიცარიის პარლამენტის დიდი პალატის განცხადებაში.
შვეიცარიის გადაწყვეტილებას კიევში გამოეხმაურნენ. „ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის ხსოვნის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა.