აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უკრაინა არ მიიღებს "სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას".
ჯო ბაიდენმა ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა არ გამდგარიყო გვერდზე და თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან გაერთიანდა კიევის მხარდასაჭერად.
„ჩვენი ნატო-ს მოკავშირეები და პარტნიორები, და 50-ზე მეტი სახელმწიფო ასევე წინ აღუდგა [რუსეთის აგრესიას]. ყველაზე მთავარი კი, უკრაინელი ხალხი აღუდგა წინ. მე ვთხოვ ამ დარბაზში შეკრებილ ხალხს, რომ მათი [უკრაინელების] მხარდასაჭერად დადგეს. კარგი ამბავი ის არის, რომ პუტინის ომმა მარცხი განიცადა... თავისი მთავარი მიზნის მიღწევაში. მან უკრაინის განადგურება განიზრახა, მაგრამ უკრაინა კვლავ თავისუფალია. მან ნატო-ს დასუსტება განიზრახა, მაგრამ ნატო იმაზე დიდი, ძლიერი და ერთიანია, ვიდრე მანამდე, ორი ახალი წევრით, ფინეთით და შვედეთით” , - განაცხადა მან.
.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიომ არ უნდა შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერის მცდელობები.
„ახლა ჩვენ სხვა არჩევანის წინაშე ვდგავართ: შევინარჩუნებთ თუ არა მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ უკრაინას ომი მოიგოს და შეინარჩუნოს თავისუფლება, თუ ჩვენ უკან დავიხევთ და დავუშვებთ აგრესიის ახალ რაუნდს და მთელი ერის განადგურებას?
მე ვიცი ჩემი პასუხი. ჩვენ არ გვაქს დაღლის უფლება. ჩვენ ვერ გადავუხვვევთ. და ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე უკრაინა არ მიაღწევს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას გაერო-ს წესდების შესაბამისად“, - თქვა ბაიდენმა.