აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ დათმობენ დამოუკიდებლობას საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, ამის შესახებ რუუსლ გამოცემა „გაზეტა.რუ“-ს რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განუცხადა.
მისი თქმით, თბილისი კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.
„არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა თავისი ახალი მიდგომის გამოცხადების შესახებ. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის სააკაშვილის აგრესიის გამო 2008 წელს.
ეს გაკეთდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ძირითადად შიდა პოლიტიკური მიზნით გამო. ამიტომ ისინი ცდილობენ ამომრჩევლის ყურადღება მიაპყრონ ჩიხზე, რომელშიც სააკაშვილმა ქვეყანა შეიყვანა ამ აგრესიით“, - განმარტა დეპუტატმა.
ზატულინმა აღნიშნა, რომ თბილისი არ უნდა დაეყრდნოს აფხაზებისა და ოსების მზადყოფნას ქართველებთან „გაერთიანებაზე“.
„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება. რუსეთი არანაირ გავლენას არ მოახდენს რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ზოგიერთს ამის იმედი აქვს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. არ არის და არ შეიძლება იყოს რაიმე გეგმა, რომ გადაწყვეტილება რაღაც ეფემერული სარგებელზე შეიცვალოს“, - თქვა ზატულინმა.