უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ იმაზე უფრო ახლოსაა დასრულებამდე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და მოკავშირეებს მოუწოდა გააძლიერონ უკრაინის არმია. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში.
"გამარჯვების გეგმა არის უკრაინის გაძლიერება. ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია... ვფიქრობ, ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია. ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან," - განაცხადა ზელენსკიმ.
აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს, მოეხსნათ შეზღუდვები მათ მიერ მიწოდებული შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე დასარტყმელად.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა, რომ დასავლური იარაღის გამოყენება რუსული სამიზნეების დასარტყმელად განიხილება, როგორც ომის სერიოზული ესკალაცია და ნატო-ს ქვეყნების პირდაპირი ჩართვა.
ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია.
"მას ძალიან ეშინია, რატომ - იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, ორმ მას არ შეუძლია ვერ თავისი ტერიტორიის დაცვა," - თქვა ზელენსკიმ.