მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის კამპანიის რეკლამაზე, რომელიც ჯორჯიის შტატის ამომრჩევლისთვის იყო განკუთვნილი, საქართველო იყო გამოსახული.
სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში ტრამპის კამპანიის გვერდი მოუწოდებდა ჯორჯიის შტატის ამომრჩევლებს, შეემოწმებინათ, დარეგისტრირდნენ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მისაცემად. პოსტს თან ახლდა ქარდი მთის გამოსახულებით. ეს მთა კი არა ჯორჯიის შტატში, არამედ საქართველოში მდებარეობს.
„მხოლოდ რამდენიმე ხმა გადაწყვეტს ამ არჩევნებს. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ ინფლაცია, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, შევამციროთ გადასახადები და დავაბრუნოთ ამერიკის სიდიადე!“, – ნათქვამია პოსტში.
დონალდ ტრამპის საარჩევნო რეკლამა Facebook-დან უკვე წაშლილია.