ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ იგი მზადაა დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებისთვის უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ის არასოდეს უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას. იუწყება The Guardian
ირანის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს "აგრესია" უწოდა და აღნიშნა, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გაუგზავნია.
მან ასევე პირობა დადო, რომ არც მომავალში გააკეთებს ამას, თუმცა არ უხსენებია დრონები, რომლებსაც მისი ქვეყანა აწვდის რუსეთს.
ფეზეშქიანის თქმით, ირანი მზადაა „დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებსა და ამერიკელებთან დიალოგისა და მოლაპარაკებების დასაწყებად“ რაკეტების მიწოდების ბრალდებების ფონზე.
ფეზეშქიანი ირანის პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც მისი წინამორბედი იბრაჰიმ რაისი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.