ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 182-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 727 ადამიანი.
დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არიან ქალები, ბავშვები და სამედიცინო პერსონალი.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ადმირალმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. ისრაელის საჰაერო ძალები ემზადებიან „ჰეზბოლას“სტრატეგიულ იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ლიბანის ბექაას ხეობაში.
ქვეყნის თავდაცვის ძალები ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.