ისრაელის საჰაერო ძალები ემზადებიან „ჰეზბოლას“სტრატეგიულ იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ლიბანის ბექაას ხეობაში. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ადმირალმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
ქვეყნის თავდაცვის ძალები ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
„ახლა სამიზნე არის სამხრეთ ლიბანში ის სახლები, სადაც „ჰეზბოლა“ იარაღს ინახავს. ყველა სახლში, რომელზეც იერიშს მივიტანთ, იარაღია“, რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც გამიზნული იყო ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.", - განაცხადა ადმირალმა, დანიელ ჰაგარიმ.