„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებას" და მისი მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს აქციების დარბევას აბრალებენ.
„ალბათ, ნებისმიერი თავმოყვარე თუ სუვერენული ერი და სახელმწიფო თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. და როცა შენს მოქალაქეებს, მათ შორის, სამართალდამცველებს, რომლებიც სამართალსა და მართლწესრიგს იცავენ და რომლებმაც ეს საქმიანობა უნდა გააგრძელონ - და მთლიანი სახელმწიფო წესრიგი ამ ყველაფერზე დგას ხომ ყველა ქვეყანაში. როდესაც ყველანაირი წინაპირობის გარეშე ასეთ ადამიანებს გისანქცირებენ და აბრალებენ, რომ თითქოს, რაღაც აქცია დაარბია, რა თქმა უნდა, ამ პირობებში ნებისმიერი თავმოყვარე და სამართლებრივი სახელმწიფო გარკვეულ რეაგირებას ახდენს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.