დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა შეწყვიტონ ყოყმანი, დაეხმარონ ქვეყანას ბრძოლაში და დაუშვან მიწოდებული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.
ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფრედერიკსენი მიიჩნევს, რომ „წითელ ხაზებზე“ დისკუსია უნდა შეწყდეს.
”ამ ომის დროს, შეცდომა იქნებოდა წითელი ხაზების შესახებ საჯარო დისკუსიის გამართვა, რადგან ეს უბრალოდ რუსებს ძალიან დიდი ვაჭრობის საშუალებას მისცემს,” - ამბობს ის.
ფრედერიკსენმა რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება.
"ძალიან კარგი იქნებოდა, რომ შეჩერებულიყო შეფერხებები, რაც აქამდე იყო. და ვფიქრობ, იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას", - განაცხადა ფრედერიკსენმა.
ასევე, მინისტრს არ სჯერა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვის გაუქმება მოკავშირეებს ომის მონაწილეებად აქცევს და ფრონტზე ესკალაციას გამოიწვევს.
„ჩემი წინადადებაა: დავასრულოთ „წითელი ხაზების“ განხილვა... ყველაზე მნიშვნელოვანი „წითელი ხაზი“ უკვე გადალახულია და ეს მოხდა მაშინ, როცა რუსები შევიდნენ უკრაინაში. ამიტომ, მე არ დავეთანხმები ამ პირობას და არასოდეს მივცემ არავის უფლებას რუსეთიდან გადაწყვიტოს რა არის სწორი ნატო-ში, ევროპაში თუ უკრაინაში“, - განაცხადა მინისტრმა.