უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალზე, რომელიც ტვერის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკის მახლობლად მდებარეობს, დარტყმის შედეგების ამსახევლი ახალი სატელიტური ფოტოები გავრცელდა. სატელიტური ფოტოების თანახმად, განადგურებულია ღია ტერიტორიები საბრძოლო მასალებით, დაზიანებულია რკინიგზა და საბრძოლო მასალებით დატვირთული მატარებლები.
21 სექტემბერს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ოქტოაბრსკის საბრძოლო არსენალზე ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა. სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ დეპოს ჩრდილოეთ ნაწილმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო.
საწყობის 58-ზე მეტი შენობა და რამდენიმე ღია ადგილი ფერფლად იქცა ან ძლიერ დაზიანდა.
ასევე დაზიანებულია რკინიგზაზე საბრძოლო მასალის დატვირთვის ადგილები.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დარტყმის დროს იქ მატარებლები იდგნენ, რომლებსაც საბრძოლო მასალა გადაჰქონდათ.
გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ტვერის ოლქში საბრძოლო მასალის საცავებზე დრონებით თავდასხმა ორჯერ განხორციელდა.