უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიზიტი დაიწყო შეერთებულ შტატებში, სადაც აპირებს გამარჯვების გეგმა წარუდგინოს ქვეყნის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ასევე პარტნიორ ქვეყნების სხვა ლიდერებს.
„ჩვენ ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში, ახლა მივდივართ პენსილვანიაში, შემდეგ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში.
სწორედ ამ შემოდგომაზე გადაწყდება, რა იქნება შემდეგ ამ ომში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის, მართლაც სამართლიანი სამყაროსთვის.
უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებს გამარჯვების გეგმას წარუდგენს. პირველი, ვინცმას სრულად ნახავს, ამერიკის პრეზიდენტია.
რა თქმა უნდა, მე წარვუდგენ გამარჯვების გეგმას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ყველა ლიდერს, რომლებიც, პრეზიდენტ ბაიდენის მსგავსად, არიან მსოფლიოს ლიდერები და შეუძლიათ გახდნენ მსოფლიოს ლიდერები გამარჯვების გეგმის დახმარებით.
კონგრესშიც წარვუდგენთ ორივე მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს.
ამერიკას აქვს ძალა იმუშაოს უკრაინასთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვინდა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ზუსტად ისე, როგორც გათვალისწინებულია მშვიდობის ფორმულაში და გაეროს წესდებაში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა დგინდება, რა მემკვიდრეობა ექნება სახელმწიფო ლიდერების ამჟამინდელ თაობას - მათ, ვინც უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დააანონსა შეხვედრები უახლოეს დღეებში გლობალური სამხრეთის, G7-ის, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.