თურქეთის პროვინცია ნევშეჰირში მიკროავტობუსი ამობრუნდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 უცხოელი ტურისტი, 2 მძღოლი და ერთი გიდი. ტურისტები კაპადოკიაში მოგზაურობის შემდეგ ანტალიაში ბრუნდებოდნენ.
პოლიციის თანახმად, წვიმიანი გზის გამო, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.