ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ლიბანში პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქებებთან ისრაელის კავშირი უარყო.
ისრაელის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის „კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს ოპერაციის ამა თუ იმ წყაროსთან“, თუმცა როგორც Sky News აღნიშნავს, არ წარმოუდგენია ამის რაიმე დამატებითი მტკიცებულება.
„ჰეზბოლას“ ბევრი მტერი ჰყავს, ჩვენს დროში საკმაოდ ბევრი. „ჰეზბოლა“ ანადგურებს ლიბანს, ქმნის ქაოსს ლიბანში უსასრულოდ და ისევ და ისევ. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად ვართ. სულ ესაა, რასაც ვაკეთებთ. და ჩვენ ცხადად ვამბობთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ.
ისევე, როგორც ამას გააკეთებდა ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა, როგორც ამას გააკეთებდა დიდი ბრიტანეთი ან ნებისმიერი სხვა სუვერენული ქვეყანა, თავისი ხალხის დასაცავად“, - განაცხადა ჰერცოგმა.
შეგახსენებთ, ლიბანში 17 და 18 სექტემბერს „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერები და პორტატული რაციები მასობრივად აფეთქდა. შედეგად, სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 3000 დაშავდა.
„ჰეზბოლამ“ თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა.