დღეს, 22 სექტმებერს, გერმანიის ქალაქ ბონის მახლობლად, ვახტბერგ-ადენდორფში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. იუწყება Spiegel.
პოლიციის ცნობით, შესასვლელი კარი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. გამომძიებლები ამოწმებენ შესაძლო კავშირს კიოლნში აფეთქებების ბოლო სერიასთან.
ეჭვმიტანილთა ძებნაში ვერტმფრენიც ჩაერთო.
გამოძიებაში ასევე ჩართულია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტი.
ასევე, 21 სექტემბერს, შაბათს დილით უცნობმა პირმა 20-ზე მეტი გასროლა განახორციელა საათების მაღაზიაში კიოლნ-ნილში.
პოლიცია და პროკურატურა ასევე იძიებს შესაძლო კავშირს კიოლნში მომხდარ ინციდენტებთან. არის თუ არა მათ შორის კავშირი, ჯერჯერობით სრულიად დაუდგენელია.
ამ კვირის დასაწყისში კიოლნში, Vanity Club-ის რესტორნისა და კლუბის შესასვლელთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
გამომძიებლები ახლა ფიქრობენ, რომ დანაშაულები, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს დაპირისპირებულ კრიმინალურ ჯგუფებს შორის - ერთ-ერთი მათგანი დაახლოებით 300 კილოგრამი კანაფის გაუჩინარებას ეხება.