ირანში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. შემთხვევა სამხრეთ ხორასნის პროვინციაში მეთანის აფეთქების შედეგად მოხდა. იუწყება BBC
ადგილობრივი ხელიუფლების განცხადებით, ამ მომენტისთვის მაშველები მაღაროში დარჩენილების ამოყვანას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა.