საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა მოკლული ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. კესარია აბრამიძე თბილისში, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს
38 წლის კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.
გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ ჯაიანს 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.