ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მსახიობმა მერილ სტრიპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს საჯაროდ დაუჭირეს მხარი. ვარსკვლავებმა განაცხადეს, რომ ნოემბრის არჩევნებში ხმას 59 წლის დემოკრატს მისცემენ.
კამალა ჰარისის მხარდამჭერი გუნდი სულ უფრო იზრდება. როგორც ჰარისის მხარდამჭერი საზოგადოების გვერდზე იტყობინება, ლოპესისა და სტრიპის გარდა, მას მხარს ბრაიან კრენსტონი, ბენ სტილერი და ჯულია რობერტსიც უჭირენ.
თავიანთი არჩევანის შესახებ ვარსკვლავებმა ოპრა უინფრის თოქ-შოუში განაცხადა, რომლის სტუმარიც კამალა ჰარისი იყო.
კამალა ჰარისის საუბარს ჰოლივუდის მსახიობები და მომღერლები შეუერთდნენ. ონლაინ-ჩართვისას მათ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ჰარისის კანდიდატურას და მას მომავალ პრეზიდენტად ხედავენ
როდესაც მერილ სტრიპი ჩაერთო, მან შემთხვევით ჰარისს პრეზიდენტი უწოდა.
"გამარჯობა, პრეზიდენტო ჰარის!" - თქვა სტრიპმა.
მსახიობის სიტყვებს თავად კამალა გამოეხმაურა და ხუმრობით აღნიშნა, რომ „ჯერ კიდევ 47 დღეა“ ვიდრე ცნობილი გახდება ვინ დაიკავებს ამერიკის პრეზიდენტის პოსტს.
პირველად ჰარისს მხარდაჭერა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა გამოუცხადა
შემდეგი ვარსკვლავი, რომელმაც კამალა თავის ფავორიტად დაასახელა მსახიობი ბილი აილიში იყო, მან ვიდეომიმართვა ჩაწერა და ამერიკელებს კამალა ჰარისის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.