ისრაელის ძალების წარმომადგენლები დასავლეთ სანაპიროზე რამალაში კატარის ტელეარხ Al Jazeera -ს ოფისებში შევიდნენ, და 45 დღით დახურეს.
ტელეარხმა 22 სექტემბერს, კვირას, ღამით პირდაპირ ეთერში აჩვენა ჯარისკაცების ოფისში შესვლის კადრები. Reuters იუწყება, რომ ამის შემდეგ პირდაპირი ეთერი შეწყდა.
მაისის დასაწყისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელში Al Jazeera-ს მაუწყებლობა შეწყდებოდა.
ისრაელის მთავრობა ტელეარხს ადანაშაულებს ქვეყნის არაბული მოსახლეობის წაქეზებაში სახელმწიფოსა და მისი არმიის წინააღმდეგ ძალადობისკენ, განსაკუთრებით 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერაქტის შემდეგ.
იმავე თვეში ისრაელის ხელისუფლებამ დაარბია იერუსალიმში სასტუმროს ნომერი, რომელსაც ა Al Jazeera ოფისად იყენებდა.