აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დათანხმდა 23 ოქტომბერს CNN -ის ეთერში დებატებს თავის ოპონენტს დონალდ ტრამპთან.
CNN-მა ახალი სატელევიზიო დებატების გამართვა 23 ოქტომბრისთვის შესთავაზა. ტრამპმა მიწვევა უარყო.
”მორიგი დებატების პრობლემა ის არის, რომ უკვე გვიანია, კენჭისყრა უკვე დაიწყო”, - თქვა რესპუბლიკელმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ მიტინგზე და მიუთითა, რომ ვადამდელი კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს სამ შტატში.
გასულ კვირას ტრამპმა ასევე უარი თქვა ოპონენტთან ახალი დებატების გამართვაზე.
"მესამე დებატები არ იქნება {პირველი ბაიდენთან იყო, მეორე ჰარისთან}!" მან დაწერა ყველაTruth Social-ის პლატფორმაზე.
როგორც ჰარისის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ამბობს, პრეზიდენტობის კანდიდატი მზადაა, კიდევ ერთი შესაძლებლობისთვის და ტრამპი უპრობლემოდ უნდა დათანხმდეს დებატებს.
CNN-ში აცხადებენ, რომ დებატებისთვის მოწვევა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატსაც გაუგზავნეს, რადგან ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლო იქნება მეორე დებატები.
„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პასუხს ორივესგან, რათა ამერიკელმა ხალხმა შეძლოს, მეტი გაიგოს ამ კანდიდატებისგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,”- ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.
პირველი დებატები ჰარისსა და ტრამპს შორის 10 სექტემბერს, ABC-ის პირდაპირ ეთერში გაიმართა. მათ 67 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.