ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიიღონ საჩუქრად ელექტრონული მოწყობილობები.
„მე მაგალითად, ვჩუქნი წუგნებს. ზოგს ხელნაკეთ ხის ზარდახშას, შიგნით კი ვდენ ვენესუელურ ყავას, ტკბილეულს, რომს, კოკუსს (ტრადიციული ვენესუელური ალკოჰოლური სასმელი).
არ მიიღოთ ელექტრონული მოწყობილობები საჩუქრად. როგორც [შინაგან საქმეთა მინისტრმა] დიოსდადომ [კაბელიომ] თქვა, ფრთხილად იყავით მობილურ ტელეფონებთან, ხომ ნახეთ, რა მოხდა ლიბანში“, - თქვა მან.
17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შარვლების ჯიბეებიდან კვამლი დაინახეს, რასაც მალევე აფეთქება მოჰყვა. მეორე დღეს, 18 სექტემბერს ლიბანში ჰეზბოლას მიერ გამოყენებული პორტატიული რაციებიც აფეთქდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქებები მაღაზიებში, სახლებსა და მანქანებში ერთდროულად მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო არანაკლებ 2 700 დაიჭრა. ჰეზბოლამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს მათი, სულ მცირე, რვა მებრძოლი დაიღუპა.