შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, სავარაუდოდ, გეგმავენ უკრაინას ნება დართონ გამოიყენოს Storm Shadow-ის რაკეტები რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას საჯაროდ არ გამოაცხადებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წერს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ბრიტანული და ამერიკული მხარეები დიდი ხანია განიხილავენ რუსეთის ტერიტორიაზე Storm Shadow-ის სარაკეტო თავდასხმების დაშვების შესაძლებლობას.
ვარაუდობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის კიევში გასულ ოთხშაბათს ერთობლივი ვიზიტის დროს.
მხარეებმა მოამზადეს საბოლოო განცხადების ორი ვერსია და, გადაუჭრელი დეტალების გამო გაასაჯაროვეს ის განცახდება, რომელიც ეხებოდა შემდგომ დისკუსიებს უკრაინის მხრიდან შორ მანძილზე დარტყმის ნებართვასთან დაკავშირებით.
სხვა საკითხებთან ერთად, The Times-ის თანახმად, აშშ თავს იკავებს ნებართვის გაცემისგან, ვიდრე არ გაეცნობა "გამარჯვების გეგმას", რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის სურს წარუდგინოს ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვედრის დროს.