შეერთებული შტატები უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომლის გამოცხადებას მომავალ კვირას გეგმავს.
ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
დახმარების პაკეტი, რომელიც მომავალ კვირაში გამოცხადდება, მოიცავს საპატრულო კატარღებს, დამატებით მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს და სხვა იარაღს.
გამოცემა დასძენს, რომ პაკეტის შემადგენლობა და იარაღის რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს პრეზიდენტის მოსალოდნელ ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ პრო-უკრაინელი ლიდერები აშშ-ის კონგრესში და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობენ შეთანხმების მიღწევაზე დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების ერთი წლით გახანგრძლივებაზე, რომელსაც ვადა 30 სექტემბერს ეწურება.