რუსული ტელეგრამ-არხები და მედია იუწყებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალის საცავსა და არსენალში ხანძრის გაჩენის შესახებ.
აღნიშნულია, რომ დრონებით თავდასხმა დაფიქსირდა კრასნოდარის ტერიტორიის ტიხორეცკის რაიონში.
თავდასხმას ცეცხლი და აფეთქება მოჰყვა. ხელისუფლებამ გამოაცხადა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია სოფლიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა.
Astra-ს ცნობით, ადგილობრივები საბრძოლო მასალის საცავზე თავდასხნის შესახებ იუწყებიან.
გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ განაცხადეს ტვერის ოლქში, ტოროპეცისა და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გაიგონეს.
Astra-ს ცნობით, არსენალს დრონები დაესხნენ თავს ტვერის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკში.
ტვერის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. მისვე თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს.