უკრაინელი სამხედრო მფრინავების პირველმა ჯგუფმა საფრანგეთში Alphajet -ის საწვრთნელ თვითმფრინავზე სწავლება დაასრულა.
ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური სოციალურ ქსელ X-ში წერს.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინელი მფრინავების მომზადება 2024 წლის მარტიდან გრძელდებოდა.
"საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სამხედრო ძალისხმევას", - ნათქვამია პრესრელიზში.
მანამდე ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედრო მფრინავები თავდაპირველად რამდენიმე თვის განმავლობაში ეზადებოდენ დიდ ბრიტანეთში, სადაც სწავლობდნენ ინგლისურს, შემდეგ კი ჩავიდნენ საფრანგეთში, სადაც უკვე გაიარეს თეორიული და ფრენის მომზადება Alphajet-ზე.
დაპირებული 79 F-16-ის ტიპის გამანადგურებლის პირველი ათი თვითმფრინავი უკრაინას ივლისის ბოლოს გადაეცა.
2024 წლის ბოლომდე უკრაინამ უნდა მიიღოს ამერიკული წარმოების 20 ასეთი გამანადგურებელი. დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით კოალიციის მიერ დაპირებული დარჩენილი F-16-ები პარტიებად უკრაიანაში 2025 წლის განმავლობაში ჩავა.