ინდოეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ ინფორმაცია უარყო.
„როიტერის“ მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ევროპელი მყიდველები ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდულ საარტილერიო ჭურვებს უკრაინაში აგზავნიდნენ, ხოლო ნიუ დელი, მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ამაზე თვალს ხუჭავდა.
„როიტერმა“ ასეთი დასკვნა 11 ინდოელ და ევროპელ მაღალჩინოსანთან, თავდაცვის მრეწველობის წარმომადგენელთან საუბრისა და საბაჟო მონაცემების საკუთარი ანალიზის საფუძველზე გამოიტანა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციას სპეკულაციური და მცდარი უწოდა.
უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ინდოეთი უნაკლოდ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და აქვს თავისი მკაცრი ექსპორტის წესები.