უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰიი ნიკიფოროვმა განაცხადა.
„უკრაინის პრეზიდენტი, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, შეხვდება ამერიკის თავდაცვისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს, უკრაინულ საზოგადოებას და გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება, რათა მას გამარჯვების გეგმა წარუდგინოს.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაური მოელის, რომ განიხილოს ამ გეგმის დეტალები, ისევე როგორც შეერთებული შტატების მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.
გარდა ამისა, ზელენსკი გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებთან ორივე მხარიდან და შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.