უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოახერხეს 40 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურის კურსკის მიმართულებით გადაყვანა.
„ოპერაცია კურსკის ოლქში. შევძელით 40 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურის გაყვანა ამ მიმართულებით.
.ჩვენი აქტიური მოქმედებები გრძელდება. ჩვენთვის, უკრაინისთვის, ასევე ხდება გაცვლითი ფონდის {ტყვეთა} შევსება.
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი რამ არის, რაც გავლენას ახდენს ომის საერთო მდგომარეობაზე. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა საბრძოლო ბრიგადას, თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ყველა მეთაურს გამბედაობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა სამხედრო ხელმძღვანელობასთან არაერთი შეხვედრის შესახებ.
ახლა უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს დონეცკის რეგიონში ოკუპანტის თავდასხმის პოტენციალის შემცირება.
ვითარება რჩება უკიდურესად მძიმე, მძიმე ბრძოლები ყოველდღე - კურახოვსკოეს, პოკროვსკოეს მიმართულებ“, - თქვა ზელენსკიმ.