ჩვენ ვართ ქვეყანა,რომელიც ყალბი ბრწყინვალებით იმოსება და რომლის მოჩვენებითი ბრწყინვალების ქვეშ ადამიანი თანდათან ქრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი წერს.
„ცხედრები, მკვლელობები, ცხედრები
დღენიადაგ!
აი,სიძულვილით და სისასტიკით
ნასაზრდოები ღატაკი ინდივიდუალური თუ “კოლექტიური სულის” შემოქმედება.
ვინც სიძულვილის მომაკვდინებელ უღელს გაურიგდით და დაიდგით და ფიქრობთ, რომ საამურად მოეწყობით “მოარულ ცხედართა” სასაფლაოზე, იქნებ შეჩერდეთ სიცოცხლისთვის და დარჩეთ ადამიანებად. ადამიანურობის გამოვლენა თქვენს ძალას აღემატება?!
თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემთ,სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?!
ჩვენ ვართ ქვეყანა,რომელიც ყალბი ბრწყინვალებით იმოსება და რომლის მოჩვენებითი ბრწყინვალების ქვეშ ადამიანი თანდათან ქრება“, - წერს მეუფე ზენონი.