ისრაელმა დარტყმები მიიტანა ჰეზბოლას სამიზნეებზე სამხრეთ ლიბანში. იერიში იმ დროს განხორციელდა, როდესაც დაჯგუფების ლიდერმა, ჰასან ნასრალამ სიტყვით გამოდიოდა ბოლო ორი დღის მოვლენების შესახებ, როდესაც ლიბანში პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქებამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა და ასობით დაშავდა.
ბეირუთში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის სამხრეთ საზღვარზე ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
"ისრაელის თავდაცვის ძალები მუშაობს ჩრდილოეთ ისრაელში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობის სახლებში დაბრუნება და ომის მიზნების მიღწევა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.