მედიის ცნობით, ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის წყლის დონის აწევის გამო, ქალაქის ცენტრში დატბორვა დაიწყო, მათ შორის დაიტბორა უნგრეთის პარლამენტის შენობა.
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის დედაქალაქში მდინარე პიკიტ ნიშნულს შაბათს, 21 სექტემბერს მიაღწევს და წყლის დონე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. გზები ნაწილობრივ გადაკეტილია და ნავიგაცია შეჩერებულია.
ენერგეტიკულმა კომპანიამ MVM Group-მა განაცხადა, რომ შესაძლებელია გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება.
ქალაქი კისოროში, რომელიც წყალდიდობამ მთლიანად მოწყვიტა.
წყალდიდობა ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ძლიერი წვიმების გამო დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება.
წყალდიდობამ დააზარალა ჩეხეთი, ავსტრია, პოლონეთი და რუმინეთი