გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თბილისში მსახიობისა და მოდელის კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმიანება.
"ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან. კესარია აბრამიძე მოკლეს.
საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-LGBTI კანონის მიღებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ.
ღრმად ვარ შეძრწუნებული და მოვუწოდებ მმართველ პარტიას "ქართულ კოშმარს", დაუყოვნებლივ გიწვიოს სამარცხვინო კანონი", - წერს როთი.
18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში, მსახიობი და მოდელი, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შსს-მ აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული პირი დააკავა.