აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი მომავალ კვირაში ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვდრას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ზელენსკის ასევე სურს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 24-დან 30 სექტემბრამდე გაიმართება.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ კვირაში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, როდესაც ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩავა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი "გამარჯვების გეგმა", რომლის მიზანიც უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და "გაყინული კონფლიქტის" თავიდან არიდებაა, კონსულტაციების შემდეგ მზადაა.
ზელენსკიმ მანამდე ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ გეგმას აშშ--ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგენდა, სავარაუდოდ მაშინ, როცა იგი მომდევნო კვირას გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებს დაესწრება.