ლიბანში ზედიზედ მეორე აფეთქებების სერია მოხდა. წინასწარი მონაცემებით, პეიჯერების შემდეგ აფეთქდა უკაბელო საკომუნიკაციო მოწყობილობები - „ჰეზბოლას“ პორტატული რაციები.
აფეთქებები დაფიქსირდა ლიბანის სამხრეთით და ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში.
Reuters-ის ცნობით, პორტატული რადიომიმღებები, რომლებიც „ჰეზბოლამ“ ხუთი თვის წინ იყიდა, დაახლოებით იმავე დროს აფეთქდა, რა დროსაც გუშუმ, 17 სექტემბერს პეიჯერები.
გამოცემა Times of Israel-ის თანახმად, ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის და ასობით დაშავებულის შესახებ.
სულ მცირე ერთი აფეთქება მოხდა „ჰეზბოლას“ მიერ ორგანიზებულ 17 სექტემბერს დაღუპულთა დაკრძალვის ადგილზე.
17 სექტემბერს „ჰეზბოლას“ ასობით მებრძოლი ბეირუთში და სხვა ქალაქებში დაშავდა, როდესაც მათი პეიჯერები, რომლებსაც ისინი კომუნიკაციისთვის იყენებდნენ, აფეთქდა.
ლიბანი აცხადებსს, რომ პეიჯერები დისტანციურად აფეთქდა ისრაელმა. დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას” წევრები. ასევე ცნობილია 2700-ზე მეტი დაჭრილის შესახებ.
Reuters-ი ლიბანის უსაფრთხოების მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ისრაელის დაზვერვამ აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ შეკვეთილ 5000 ტაივანურ პეიჯერში ჩადო მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.