რუსეთის კონტრშეტევა კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის დასაბრუნებლად შეჩერებულია.
ამის შესახებ კურსკის ოლქის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ სააგენტოს AFP-ს განუცხადა.
„მათ {რუსებმა} ფლანგებიდან შეტევა სცადეს, მაგრამ შეაჩერეს, მდგომარეობა დასტაბილურდა და დღეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მათ არ გამოუვიდათ. რუსები შევიდნენ ერთ-ერთ დასახლებაში, დაიწყეს ბრძოლა სხვა დასახლებისთვის, მაგრამ სულ ეს იყო",- თქვა მან.
დმიტრაშკოვსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთის იერიშებმა რეგიონში, როდესაც რუსეთი ცდილობდა მისი ტერიტორიის დაბრუნების მცდელობას, აგვისტოს ბოლოდან დაიღუპა 23 მშვიდობიანი მოქალაქე და აღნიშნა, რომ ისინი იღუპებიან ისევე როგორც უკრაინელი ჯარისკაცები.
13 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა დაიწყეს „სწრაფი შეტევითი მოქმედებები“ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, მაგრამ სერიოზულ შედეგს ვერ მიაღწიეს.