უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ოპერაციას ეწინააღმდეგებოდა. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას, რადგან უკრაინის ხელმძღვანელობას საზღვრის გარღვევის შემდეგ არ ჰქონდა „მკაფიო მეორე ნაბიჯი“.
გამოცემა ციტირებს წყაროს: „მას არასოდეს მიუღია მკაფიო პასუხი ზელენსკისგან. მან იგრძნო, რომ ეს იყო ავანტურა“.
თავად ვალერი ზალუჟნიმ არ უპასუხა თხოვნას კომენტარის გაკეთებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის მახლობლად ოპერაციის შესახებ, წერს Politico.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ მეორე პირი, რომელიც არ ეთანხმებოდა კურსკის რეგიონში ოპერაციას, იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების 80-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მეთაური ემილ იშკულოვი.
გამოცემის წყაროების თანახმად, უკრაინელი სამხედროების მაღალჩინოსნებს შორის, იშკულოვს ეშინოდა, რომ მისი ბრიგადა შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე ზედმეტად დაუცველი ყოფილიყო და მძიმე დანაკარგები განეცადა.
Politico-ს სტატიაში მოყვანილია ნაწყვეტები უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლიდან იალტის ევროპული სტრატეგიის კონფერენციაზე, სადაც ის ამბობს, რომ დონბასში ვითარება ნორმალიზდება, თუმცა ის კვლავ რთულია.
ამის მიზეზი, ზელენსკის აზრით, იყო რუსული ძალების დონეცკის მახლობლად კურსკის რეგიონში გადაყვანა. მის მოსაზრებას მხარი დაუჭირა უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელმა მთავარსარდალმა, გენერალმა ლექსანდრ სირსკიმაც.