მიშა სააკაშვილის წიგნი არ არის მხოლოდ ერთი წიგნის პრეზენტაცია, ეს არის მისი ცხოვრება, რომლის გადმოცემასაც ერთ წიგნშიც ვერ შევძლებდით. მიშა სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ღირსეულად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საქართველოს ისტორიაში შვიდა, რომელმაც შექმნა ახალი საქართველო, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.
ბათუმში, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ვარშალომიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან ანთაძე დაესწრნენ.
„მიშა სააკაშვილის წიგნი არ არის მხოლოდ ერთი წიგნის პრეზენტაცია, ეს არის მისი ცხოვრება, რომლის გადმოცემასაც ერთ წიგნშიც ვერ შევძლებდით. მიშა სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ღირსეულად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საქართველოს ისტორიაში შვიდა, რომელმაც შექმნა ახალი საქართველო და დღეს, დღევანელი გადმოსახედიდან მართლა ყველას გვაქვს 39 დღე დარჩენილი. 39 დღეში ივანიშილი უნდა გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ. ასე რომ ვმუშაობთ, განწყობა კარგია და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი შედეგით მოვიგებთ ამ არჩევნებს.“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.