19 სექტემბერს, 20:00 - საათზე, სამოქალაქო მოძრაობა ტალღა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ობელისკთან საპროტესტო აქციას, "გაბრაზდი და გამოდი!"-ს გამართავს.
"14 სექტემბერი, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა გორში: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
გაბრაზდი და გამოდი გარეთ!
ხუთშაბათს, 19 სექტემბერს, დადექი თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო ტალღასთან ერთად." - წერია აქციის აღწერაში.