„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ენმ-ის წევრი ზურაბ აბაევი კლინიკაშია გადაყვანილი.
"გააჩერეს უკანონოდ, ამის შემდეგ დააკავეს, ცემა-ცემით გადმოიყვანეს პოლიციის ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, სადაც შეუძლოდ გახდა", - პოლიციელთა მიერ ნაცემი ენმ-ის წევრი ზურაბ აბაევი კლინიკაშია გადაყვანილი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრს ნაძალადევის შტაბთან დახვდნენ უფორმო პოლიციელები, რომლებმაც ის გააჩერეს უკანონოდ, ამის შემდეგ დააკავეს, ცემა-ცემით გადმოიყვანეს პოლიციის ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, სადაც ის შეუძლოდ გახდა, ამის ემდეგ გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს კლინიკაში. აბაევს აღენიშნება დაზიანებები სახის და მუცლის არეში. დაზარალებული აღნიშნავს, რომ პოლიციელებმა იცოდნენ, ის ვინ იყო. მისი თქმით, რამდენიმე რეპლიკა მიაძახეს, შემდეგ გააჩერეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს არის პირდაპირ ენმ-ს კომისიის წევრის საქმიანობისთვის ხელის შეშლა", - აცხადებს მომხდართან დაკავშირებით "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ნაძალადევის ოფისში მყოფმა პარტიის წევრებმა ხმაური გაიგონეს.
"როცა ხმაური გავიგონეთ და გავიხედეთ, ამ ადამიანს უკვე მანქანაში ტენიდნენ ცემა-ტყეპით. მანამდე მას უღებდნენ ფოტოებს და როცა იკითხა, რატომ უღებდნენ, მოსთხოვეს პირადობის მოწმობა და მიაყენეს შეურაცხყოფა. ფორმა არცერთს არ ეცვა, ოთხნი იყვნენ და არც მანქანა იყო პოლიციის; სხვათა სორის, იგივე, Volkswagen მარკის მანქანა წუხელ, როცა გვიანობამდე ვიყავით შტაბში, ჩვენს ოფისთან იდგა და სიგ ადამიანები ისხდნენ", - აცხადებს 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსსაბჭოს წევრი, ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი გიორგობიანი.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ნაძალადევის ოფისიდან გამოსულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ და ფოტოებს უღებდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფოტოების გადაღების გამო დაიწყო, რის შემდეგაც პოლიციელებმა აბაევს დაარტყეს. ენმ-ის წევრს მიღებული აქვს სხვადახვა სახის დაზიანებები მუცლისა და კისრის არეში. ის თავდაპირველად შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.