ჩელიაბინსკში, 13 წლის მოსწავლე სკოლაში ჩაქუჩით თანაკლასელებსა და მასწავლებლებს თავს დაესხა. შემთხვევა 68-ე სკოლაში მოხდა.
თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშაბვებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმა ბიოლოგიის კაბინეტში მოხდა. ახალგაზრდა ოთახში შევიდა და თანატოლ გოგოებს დაესხა თავს. მოსწავლის შეჩერება მასწავლებელმა სცადა, მან დაზიანებები მიიღო.
შემთხვევას გამოეხმაურა ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი ტექსლერი
"ძალიან დიდი კითხვაა, თუ როგორ შეიტანა მოსწავლემ სკოლაში ჩაქუჩი. მივეცი დავალება სამართალდამცავ ორგანოებს, განათლების სამინისტროს, ქალაქის ადმინისტრაციას და ბავშვთა უფლებების საკითხებში რწმუნებულს სასწრაფოდ გაერკვნენ სიტუაციაში",- თქვა მან.
მოსწავლეს ჩაქუჩის გარდა ასევე ჰქონდა დანა და პნევმატური იარაღი.