მიგრაციული კრიზის ფონზე, გერმანიამ სამხელეთო-სასაზღვრო კონტროლი დააწესა შენგენის ზონის კიდევ 5 ქვეყანასთან.
ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, დანია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუსქმებურგი.
გადაწყვეტილება 16 სექტემბრიდან შევიდა ძალაში და 6 თვით იმოქმედებს, თუ ბერლინი მის გახანგრძლივებას არ შეეცდება.
ამასთან, ბერლინმა სასაზღვრო კონტროლის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება ევროკომისიასთან შეათანხმა.
სასაზღვრო კონტროლი უკვე მოქმედებდა ავსტრიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და შვეიცარიის საზღვრებთან.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა სახმელეთო-სასაზღვრო კონტროლის შემოღება „არარეგულირებული მიგრაციის შეკავების, კონტრაბანტისების, კრიმინალების, ისლამისტების იდენტიფიცირებისა და შეჩერების აუცილებლობით“ ახსნა.
„ჩვენ არ ვიღებთ ზომებს, რომლებიც ზიანს მიაყენებს ევროპას. ვმოქმედებთ მეზობლებთან მჭიდრო კოორდაინაციით, საზღვრებთან შერჩევითი კონტროლის გამო საცობები არ შეიქმნება“, - განაცხადა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
შენგენის ზონა სასაზღვრო კონტროლს არ ითვალისწინებს. მისი შემოღება ყოველ ჯერზე უნდა შეთანხმდეს ევროკომისიასთან.