ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ მაიდუგურის ციხიდან 281 პატიმარი გაიქცა.
დაწესებულების ხელმძღვანელობის ცნობით, მსჯავრდებულების გაქცევას ხელი შეუწყო ძლიერი წვიმის გამო კაშხლის გარღვევით გამოწვეულმა წყალდიდობამ.
ციხის სპიკერის უმარ აბუბაქარის თქმით, პატიმრებმა, მათ შორის ისლამისტური დაჯგუფება ბოკო ჰარამის წევრებმა, გაქცევა მოახერხეს მას შემდეგ, რაც ციხის ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა წყლის ძლიერი დინების გამო.
აბუბაქარის ცნობით, ზოგიერთი გაქცეული უკვე დააკავეს.
დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში ძლიერმა წყალდიდობამ ათიათასობით შენობა დაანგრია.
კატასტროფების მართვის სააგენტოს უახლესი მონაცემებით ნიგერიაში ერთკვირიანი წყალდიდობის შედეგად 229 ნიგერიელი დაიღუპა და საჭირო გახდა 386,000 ადამიანის ევაკუაცია.