აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ.
„პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ“., – განაცხადა ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა.
„სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით CNN წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვესტ პალმ ბიჩში, საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა.
სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.