პოლონეთმა ბუნებრივი კატასტროფების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„შესაბამის მინისტრებთან და სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ, მივეცი მითითება, მომზადდეს დადგენილება ბუნებრივი კატასტროფის მდგომარეობის შემოღების შესახებ“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ არეალზე, სადაც მოხდა კატასტროფა და რაიონში, სადაც შეიძლება გაჩნდეს ამ კატასტროფის შედეგები.
პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ.