"სოფიო არასდროს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მას 2 წლის ასაკში მამა, რომელიც სამშობლოს იცავდა, მოუკლეს...", - წერს სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის მიხეილ ცერცვაძის ცოლი, ნინო ფსუტური.
ფსუტური ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცახდებას.
გუშინ, გორში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.