პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტრონე შლესკის ევაკუაციაში დასახმარებლად Mi-17 ვერტმფრენი გაგზავნეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქში კატასტროფული ვითარებაა. წყალმა დაფარა საცხოვრებელი სახლები. ქალაქის უმეტეს ნაწილში ისეთი ვითარებაა, რომ მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება მისვლა. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას სახლის სახურავებიდან ითხოვს.
ადიდებულმა მდინარე გლუხოლაზიმ ორი ხიდი დაანგრია.