მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, დასავლეთმა ჩანერგა, როგორც „ადამიანი-ტერმინატორი“, რათა გაენადგურებინა თავისი ხალხის კულტურა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ეს ასეთი ჩანერგილი ადამიანის ტერმინატორია. დასავლელებმა ასეთი ადამიანები არაერთხელ ჩანერგეს. მოდით ჩამოვთვალოთ მხოლოდ სახელები. მოლდოვაში ეს არის სანდუ. უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოში მიხეილ სააკაშვილი იყო. ეს „ადამიანი-ტერმინატორები“ იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში "სტარტის" ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან". – ამბობს რუსი დიპლომატი.“, - აღნიშნა ზახაროვამ. მას კითხვა დაუსვეს მოლდოვაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შესაძლო აკრძალვის შესახებ.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებს "ერთი შეხედვით საკუთარი ქვეყნების პასპორტები აქვთ, ენა და კულტურაც იციან, შემდეგ კი ბრძანების მიღებისთანავე იცვლებიან". მისივე თქმით, ისინი ძირს უთხრის თავიანთი ქვეყნების ისტორიას და ტრადიციებს.
ცოტა ხნით ადრე, პრორუსმა მოლდოველმა პოლიტიკოსმა ილან შორმა თქვა, რომ მაია სანდუ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავს.