ჩეხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ადიდებულ მდინარეებში ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიკარგა.
მედიის ცნობით, მდინარეებსა და წყალსაცავებში წყლის დონის მკვეთრი მატება გამოწვეულია წვიმებით, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე არ წყდება.
ძლიერი ქარისა და კატასტროფული წყალდიდობის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
კვირას დილით ენერგეტიკული კომპანია CEZ Distribution-მა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონების 11 რაიონში კატასტროფული მდგომარეობის შესახებ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე ვიმუშავეთ, ამჟამად გვაქვს 230 შეტყობინება მაღალი ძაბვის ხაზებზე ხარვეზების შესახებ.
ურთულესი ვითარებაა მორავიია-სილეზიის და ოლომოუკის რეგიონებში, ასევე ქალაქ გრადეც კრალოვესა და ლიბერეკის რეგიონში.
ჩვენს სამსახურში 200 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამწუხაროდ, მდგომარეობა არ უმჯობესდება და წყალდიდობისა და ძლიერი ქარის გამო ახალი პრობლემები ჩნდება, - განაცხადეს კომპანიაში.
ჩეხეთში სამშაბათამდე მოსალოდნელია წვიმა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ადრე განაცხადა, რომ ქვეყანა ემზადება "რთული შაბათ-კვირისთვის".
ავსტრია, პოლონეთი და რუმინეთი ასევე იტყობინება წყალდიდობის შესახებ ბოლო დღეებში.
რუმინეთში წყალდიდობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.