დიდი ბრიტანეთის ხუთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდებენ, უფლება მისცეს უკრაინას, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის ბრიტანული რაკეტები რუსეთზე დარტყმებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას აშშ მხარს არ დაუჭერს. იუწყება Sunday Times.
ყოფილი პრემიერი ჯონსონი, ასევე ყოფილი მინისტრები – გრანტ შეპსი, ბენ ულესი, გევინ უილიამსონი, პენი მორდაუნტი და ლაიამ ფოქსი აფრთხილებენ სტარმერს, რომ ნებისმიერი შეყოვნება წაახალისებს რუსეთის პრეზიდენტს.
უოლესის თქმით, თუ ზომები ახლავე არ იქნება მიღებული, ბრიტანეთი ამით კრემლს დაამშვიდებს. ბორის ჯონსონმა კი აღნიშნა, რომ შეყოვნებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
კირ სტარმერ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდემტს ჯო ბაიდენს შეხვდა. შეხვედრაზე არ გაკეთებულა განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით სამიზნეებზე დასარტყმელად.